"ნიუპოსტის" ინფორმაცით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ", ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში, უმრავლესობა დაკარგა.
დღეისათვის ოპოზიციონერ წევრთა რაოდენობა ქალაქ ოზურგეთის საკრებულოში: - "პატრიოტული ალიანსი" - გოჩა ძიმისტარიშვილი, ნანული ორაგველიძე, "ბურჯანაძე-დემოკრატები"-თამარ ნადირიძე, "ნაციონალები"-ირინა საჯაია" "საქართველოს გზა"-ნინო ტაბატაძე, "ლეიბორისტები"-ნათია შარაშენიძე; "თავისუფალი დემოკრატები"-თემურ სალუქვაძე; ასევე დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატები: ლევან მგელაძე და გოჩა მგელაძე;
შესაძლებელია თუ არა ოზურგეთში აჭარის სცენარის განმეორება, აღნიშნულთან დაკავშირებით, "ნიუპოსტის" გურიის რეგიონალური კორესპონდენტი, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატებს გაესაუბრა:
გოჩა ძიმისტარაშვილი: "პატრიოტული ალიანსი"უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ „ოცნება“ თავიდანვე უმრავლესობაში არ ყოფილა, ეს იყო მცდარი შეხედულებები. დღეის მდგომარეობით, „ოცნებას“ ჰყავს 4 წარმომადგენელი, ასე, რომ „ოცნება“ არც მანამდე ყოფილა უმრავლესობაში. არის რა თქმა უნდა, პრობლემები, თუნდაც ის, რომ კოჰაბიტაციაში იყვნენ „ნაციონალებთან“, ვერ მოხერხდა სამართლიანობის აღდგენა. ჯერ არანაირი კონსულტაციები არ გვქონია, მაგრამ მომავალში რა იქნება, ამას ამ ეტაპზე ვერ გეტყვით, _ ამბობს ძიმისტარაშვილი.
ლევან მგელაძე: ფრაქცია "ოზურგეთის მომავლისთვის" თავმჯდომარე; მე ერთი შემიძლია გითხრათ, რომ „ოცნება“ უმრავლესობა არასდროს არ ყოფილა, ასე რომ ჩვენთან აჭარის სცენარი ვერ განვითარდება. უბრალოდ, უნდა ვეცადოთ, რომ საკითხები, რაც ქალაქისთვის საჭირბოროტოა, ქალაქის სასარგებლოდ გადაწყდეს.
ნათია შარაშენიძე: "ლეიბორისტული" პარტია;კონსულტაციები ნამდვილად მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ შეიცვალოს ის რეალობა, რაც დგას საკრებულოს დონეზე და ოზურგეთმა მიიღოს ის არჩევანი, რაც რეალურად გააკეთა მოსახლეობამ. თუმცა, ყოველთვის ახერხებდა ხელისუფლება, რომ შეეკრიბა მორჩილი უმრავლეობა, მაგრამ დღეს არის ისეთი რეალობა, რომ კონსულტაციებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მივიღებთ იმას, რაც ხალხს უნდა, ამ წუთას არის იმაზე კონსულტაცია, რომ შევინარჩუნოთ ის ხმები, რაც შევძელით, რომ მოგვეპოვებინა.
თამილა ნადირიძე:"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა": წინასწარ ძნელია ამის თქმა, ჩვენი საკრებულო თავიდანვე სიჭრელით გამოირჩეოდა. შემიძლია ვთქვა, რომ კონსულტაციების გარეშეც შევძლებთ გავერთიანდეთ მოსახლეობის სასიკეთოდ. ვცდილობთ, რომ გავძლიერდეთ, ეს მერისთვისაც სასარგებლო იქნება.
ირინა საჯაია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესებია, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მიუხედავად ჩვენი განსხვავებული შეხედულებებისა, ჩემს კოლეგებთან ვაპირებ ვისაუბრო".
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






