"დემოკრატიული ჟანგბადის" დამფუძნებელი სახელმწიფო უწყებაში მუშაობას ადასტურებს
პოლიტიკა - 15:52, 23 Feb, 2015     820

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული ჟანგბადის" დამფუძნებელს "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებასთან კავშირში ამხელს და აცხადებს, რომ ორგანიზაცია დაფინანსებას ხელისუფლებისგან იღებს. თავად ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ჯაში კი ერთდროულად ორ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობს- შს სამინისტროში და აჭარის მთავრობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ ფაქტს უარყოფს, თუმცა თავად ლევან ჯაშის განცხადებით ის უწყებაში 2013-2014 წლებში მუშაობდა, ჯაში ასევე ადასტურებს იმას, რომ ის დღემდე არის აჭარის მთავრობის თავჯდომარის თანაშემწე და კურირებს კონკრეტულად ეკონომიკის საკითხებს.

„რა შუაშია ყოფილი სამსახურები და თუნდაც ახლანდელი. აჭარაში ეკონომიკურ სფეროზე კურირებას ვაწარმოებ ჩემ არასამთავრობოსთან, რომლის დამფუძნებელიც ვარ მე და ხელფასს იქიდან არ ვიღებ. საქართველოს კანონმდებლობით მე არ მეკრძალება ვიყო არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი. დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის გარანტია ამ შემთხვევაში არის ის რომ სისტემა მთლიანად არის აგებული მათემატიკაზე, თავის თავში გამორიცხავს სუბიექტურობას."- აცხადებს ჯაში.

"დემოკრატიული ჟანგბადის" დამფუძნებელი განმარტებას მაგდა კოტრიკაძის პიროვნებასთან დაკავშირებითაც აკეთებს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით ივანიშვილის დაცვის წევრის მეუღლე და ამავდროულად ორგანიზაცია "დემოკრატიული ჟანგბადის" თანამშრომელია. ჯაში კოტრიკაძესთან არაოფიციალურად თანამშრომლობას ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ მან არ იცის, არის თუ არა ის ივანიშვილის დაცვის მეუღლე:


"მაგდა კოტრიკაძე ოფიციალურად არ არის გაფორმებული, მაგრამ თანამშრომლობს, როგორც პიართან ურთიერთობის დარგში. დიახ მუშაობს იმიტომ რომ ჩემი ბავშვობის მეგობარია. ვინ ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის მეუღლეა არ ვიცი,“- განაცხადა ლევან ჯაშმა "კურიერის" ერთერში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42