ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე მის მიმართ წაყენებულ ბრალს პოლიტიკურ დევნად აფასებს.
მისი თქმით, ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
„ეს არის პოლიტიური დევნა, რადგან მე 2011 წლიდან 2015 წლის 4 იანვრამდე საქართველოში ვიყავი და ვცდილობდი ქვეყანა არ დამეტოვებინა და თუ რამე კითხვები ჰქონდა საგამოძიებო უწყებას ვცდილობდი პასუხი გამეცა. 4 იანვარს დავტოვე ქვეყანა და წამოვედი სასწავლებლად და მათ ეს კარგად იციან. 6 თვეში მთავრდება სასწავლო კურსი. ვერანაირად ვერ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას, დრო იხელთეს და წამიყენეს ბრალი. დამთავრდება სწავლა და დავბრუნდები ქვეყანაში. ყველა კითხვას პასუხს გავცემ. ბრალს რაც შეეხება, სასაცილოდაც არ მყოფნის. არ ვაპირებ გეგმების შეცვლას იმის მიხედვით, თუ რას მოინდომებს რუსი ოლიგარქი, რომელსც ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს“, - განაცხადა კირკიტაძემ „რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა.
შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე კირკიტაძე პასუხისგებაში მისცა.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






