"ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მე დამიშვია..."- ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 15:32, 23 Feb, 2015     14497

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Forbes Georgia-სთან ინტერვიუში, იმ პერიოდზე საუბრობს, როდესაც ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. გვარამია მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წარმოებულ ფარულ მოსმენებზეც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მას დაუშვია.

„ჩვენც ვიყენებდით ამას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მე დამიშვია. მე არ მიმიღია ამის გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვყოფილვარ ამის ნაწილი და ამისთვის ხელი არ შემიშლია, როგორც მინიმუმ. და ეს ამ ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაც არის. ამ ხელისუფლებამ ხომ იცის, რომ წინა ხელისუფლების მთავარი პრობლემა ეს იყო? ზუსტად ამ რიტორიკით არ გაუშვეს ის ხელისუფლება? ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. მათ თვალწინ აქვთ კონკრეტული მაგალითი – ისტორიული კი არა, გუშინდელი დღის. ეს იყო უმძიმესი შეცდომა. ახალი ხელისუფლების რიტორიკაც ეფუძნებოდა ამ შეცდომას და ეფუძნებოდა სწორად, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ რიტორიკის მიღმა? – ფარულად დამონტაჟებულ კამერებს ქვეყნის მთავარი ტელევიზიის დირექტორის კაბინეტში. ასე რომ, ეს რიტორიკა მხოლოდ რიტორიკაა და ეს ხელისუფლება, როგორც მინიმუმ, იმავე მასშტაბით იყენებს იმ აკრძალულ ილეთებს, რომელსაც წინა ხელისუფლება იყენებდა. როგორც მინიმუმ- მეთქი, ვამბობ, რადგან დღეს ტექნიკური საშუალებები იძლევა ამის გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით გამოყენების შესაძლებლობას. იმიტომაც ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მასშტაბი კიდევ უფრო დიდია. უბრალოდ, ამას ახლა ვერ დავადასტურებ, მაგრამ როგორც კი ხელისუფლება შეიცვლება, მეორე დღესვე გვეცოდინება, ვის უსმენდნენ – რამდენ ადამიანს, რას იწერდნენ და ა.შ. – ეს გვეცოდინება დაზუსტებით.“- აცხადებს გვარამია.

გვარამიას თქმით, მიუხედავად იმისა რომ ყველა ის ფარული ჩანაწერი, რომელიც გამოქვეყნდა კანონიერად იყო მოპოვებული, მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას.

„კი, შემეძლო. მგონია, რომ შემეძლო. ყოველ შემთხვევაში რაღაც კორექტივების შეტანა მაინც შემეძლო. იმის არგაკეთება მაინც შემეძლო, რაც მე თვითონ გამიკეთებია და არ იყო მთლად სწორი. მე არ ვამბობ, რომ ამით კანონს ვარღვევდი, არა! არც ერთხელ არ დამირღვევია კანონი, და ყველა ის მოსმენა, რომელიც გამოქვეყნდა, კანონიერად იყო მოპოვებული. მაგრამ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. ეს საშუალებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამან გარკვეული სიკეთე მოიტანა, მაგრამ სიკეთეზე მეტი მოიტანა პრობლემები. ჩვენ ვნახეთ, რომ ამან გარკვეულწილად გარყვნა სახელმწიფო მანქანა და უკანონო მოსმენების ტრადიციას ხელი შეუწყო. დღეს ვხვდები, მაშინ უნდა გვეფიქრა, რომ ჩვენი ქმედება უკონტროლო პროცესებს გამოიწვევდა და უკონტროლო პროცესებს ყოველთვის უნდა ერიდო, მათ შორის შენი კანონიერი, სწორი, ლოგიკური და ლეგიტიმური ნაბიჯებითაც კი ამას ხელი არ უნდა შეუწყო.“- აღნიშნავს ნიკა გვარამია.

გვარამია ოპონენტების პირადი ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჩანაწერებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი საქციელი არა მარტო კანონდარღვევაა, არამედ ბრძანების გამცემთა ეთიკურ და ფსიქიკურ პრობლემებზეც მიუთითებს.

„ პიკანტური სცენების გადაღებას არავითარი ფასეულობა არა აქვს, ამიტომ ამის გადაღება არ შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში. მე საერთოდ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ იმ ადამიანების ფსიქიკას, ჯანმრთელობას, ვისაც ასეთი რამის გადაღების ბრძანება გაუცია და გადაუღია. არა მგონია, რომ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებს შეუძლიათ ადამიანების სექსუალური ურთიერთობების გადაღება, მიყურადება და ბრძანების გაცემა, რომ ეს უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ბრძანების გამცემი უფრო მძიმედ არის, ვიდრე შემსრულებელი. შემსრულებელი ტექნიკური პირია და ის არ ამოწმებს ბრძანების შინაარსს. ამიტომ ეს, გარდა კანონდარღვევისა, ეთიკურ და ფსიქიკურ პრობლემებთანაც უნდა იყოს კავშირში, ჩემი აზრით, სამწუხაროდ.“- განაცხადა გვარამიამ.

წყარო Forbes Georgia



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42