ნადირაშვილი იმასაც ამტკიცებს რომ "დემოკრატიის ჟანგბადი" ივანიშვილის დავალებით შექმნილი ორგანიზაციაა, რომელსაც ქვეყანაშ თავისუფალი სიტყვის, მედიის, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების კონტროლი აქვს დავალებული.
„არასამთავროო ორგანიზაცია “დემოკრატიის ჟანგბადი” შექნა ბიძინა ივანიშვილმა, მისი მიზანი იყო თავისუფალი ორგანიზაციების გაკონტროლება, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების გაკონტროლება. ალბათ თქვენც ჩემსავით გულუბრყვილოდ გეგონათ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი კაპრიზის დასაკმაყოფილებლად მაინც გამოიყენებდა საკუთარ თანხებს. მაგრამ ჩვენ მოგვაწოდეს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც გავარკვიეთ, რომ ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლევან ჯაში ერთდროულად მუშაობს ორ სახელმწიფო სტრუქტურაში. ის დღემდე იკავებს აჭარაში თანაშემწის პოსტს ხაბაძესთან და მოგახსენებთ რა ანაზღაურება აიღო.
ლევან ჯაში - დემოკრატიის ჟანგბადის ხელმძღვანელი
2013 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან მიღებული ანაზღაურება
მაისი - 1875
ივნისი - 2500
ივლისი - 1875
აგვისტო - 1875
სექტემბერი - 2900
ოქტომბერი - 2275
ნოემბერი - 2900
დეკემბერი - 3512
2014 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან მიღებული ანაზღაურება
იანვარი - 1875
თებერვალი - 2275
მარტი - 2900
აპრილი - 2650
მაისი - 2275
ივნისი - 2900
ივლისი - 2275
აგვისტო - 2500
სექტემბერი - 2500
ოქტომბერი - 1250
ნოემბერი - 2375
დეკემბერი - 3125
მაგრამ ამავე დროს ლევან ჯაში მუშაობს და ის ამ უწყებებიდანც იღებს ხელფასს.
2013 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ანაზღაურება
ოქტომბერი - 3428.57
ნოემბერი - 2000
დეკემბერი - 2250
2014 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ანაზღაურება
იანვარი - 2000
თებერვალი - 2000
მარტი - 2000
აპრილი - 2000
მაისი - 2000
ივნისი - 2000
2013-2014 წლებში, ლევან ჯაშს ჯამში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისგან მიღებული აქვს 48,612 ლარი და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 19,678 ათასი ლარი.
ნაციონალური მოძრაობის წევრი, პროკუტატურას მოუწოდებს, დაინტერესდეს აღნიშნული საქმით და მოხდეს ორგანიზაცია "დემოკრატიის ჟანგბადის" შემოწმება.
აქ არის ორი მხარე, ერთი ივანიშვილის წუწურაქობა და მეორე როცა ის თავისი კაპირიზის დასაკმაყოფილებლად საკუთარ თანხებს არ ხარჯავს და დემოკრატიის ჟანგბადის შესანახად ფულს ართმევს საკუთარ მოსახლეობას. ეს ორგანიზაცია დასმულია ბიუჯეტზე და ამის მიხედვით ახორციელებენ ბიძინა ივანიშვილს დაკვეთებს რომ გაკონტროლდეს ქვეყანაშ თავისუფალი სიტყვა, მედია ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. კიდევ ერთი დეტალი,რაც დაკავშირებულია აღნიშნულ ორგანიზაციასთან - ექსპერტებს ამ ორგანიზაციამ გაუგზავნა მოთხოვნა რომ გააგზავნონ თავიანთი CV რათა შეისწავლონ მათი მუშაობა და წარსული, ერთ - ერთი ქალბატონი, რომელიც წერდა ექსპერტებს, facebook-ზე აგზავნიდა შეტყობინებებს გახლავთ მაგდა კოტრიკაძე - ივანიშვილის დაცვის ერთ-ერთი წევრის მეუღლე. იცით რომ ბიუჯეტის საკუთარი ინტერესებსითვის გამოყენების ბრალდებით საპყრობილეში სხედან ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.
გვინდა მივმართოთ პროკურატურას დაიწყოს ამ საქმის გამოძიება და გავიგოთ რასთან გავქვს საქმე. ეს არის სრული უზნეობა -ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კაპრიზების დასაკმაყოფილებლად იყენებს ბიუჯეტის ხარჯებს,"-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






