საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამთავრობო სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან სინქრონულად მუშაობს იმისთვის, რომ არ დავუშვან, მიმდინარე პროცესები ფასების ზრდაში გადაიზარდოს.
ხადურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში ეროვნული ვალუტა არის გაუფასურებული.
"ბევრი გეგმა გვაქვს, ჩვენ ეროვნულ ბანკთან სინქრონულად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა იყოს თანხვედრაში და არ დავუშვათ პროცესები გადაიზარდოს ფასების ზრდაში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ყველა მეზობელ ქვეყანაში გაუფასურებულია ეროვნული ვალუტა. ჩვენმა ერთ-ერთმა მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა აზერბაიჯანმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში 33,5 პროცენტით გააუფასურა საკუთარი ვალუტა". - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
მასალის გამოყენების პირობები






