ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობა სავალუტო ფონდიდან სესხის აღებას არ აპირებს.
ამის შესახებ ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, შესაძლოა სავალუტო ფონდთან იყოს კომუნიკაცია, თუმცა სხვა დონორებისგან სესხის აღების თაობაზე.
„სავალუტო ფონდისგან ჩვენ სესხის აღებას არ ვაპირებთ. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან შეიძლებოდა ყოფილიყო კომუნიკაცია სხვა დონორებისგან სესხის აღების თაობაზე. ეს კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიბმული თანხებია, რომელიც ბიუჯეტში არ წავა. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ აზიის განვითარებს ბანკისგან, მსოფლიო ბანკისგან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განითარების ბანკისგან დამატებითი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის შესაძლო დაფინანსება მივიღონ", - განაცხადა ხადურმა.
ნინი კაციტაზე
მასალის გამოყენების პირობები






