სამთავრობო სხდომაზე დაშვების აკრძალვის შემდეგ, გ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ამჯერადაც არ არის ადეკვატური და მათ კანონების დაკვირვებით წაკითხვა ურჩია.
რატიანის თქმით, მას და ზურაბ ჯაფარიძეს აინტერესებდათ, ქვეყანაში არსებული რთული ვითარების ფონზე რა საკითხებს განიხილავს მინისტრთა კაბინეტი და მიმდინარეობს თუ არა მუშაობა კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლაზე.
„მთავრობა ამჯერადაც არაადეკვატურია. მათ დაკვირვებით უნდა წაიკითხონ საქართველოს კანონები. ჩვენ გვაქვს შესვლის უფლება და ამაში არაფერი განსაკუთრებული არ იყო. არანაირი აჟიოტაჟი არ იყო საჭირო. ჩვენ გვაინტერესებს, ამ რთულ ვითარებაში რა საკითხებს განიხილავს მთავრობა და მუშაობს თუ არა იმაზე, რომ ამ კრიზისული მდგომარეობიდან გამოვიდეთ.“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სერგო რატიანი და ზურაბ ჯაფარიძე დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ. თუმცა მთავრობის ადმინისტრაციამ მათ ამის უფლება არ მისცა.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






