"როდესაც შენი მეგობრები გასაჭირში არიან აუცილებელია მათ გვერდით მტკიცედ იდგე, რასაც ქართველები და ევროპელები, ასევე სხვა თავისუფლების მოყვარული ერის ლიდერები აფიქსირებენ დღეს დღეს, აქ,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა "კურიერის" გადამღებ ჯგუფთან.
ღონისძიებაში უკრაინის პრეზიდენტის მიწვევით ჩასულმა რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკი, მოლდოვას პრეზიდენტი ნიკოლაე ტიმოფტი, პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, ევროკავშირის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და სხვები.
უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდნენ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, მმართველი კოალიციის წარმომადგენელი ზვიად კვაჭანტირაძე და "თავისუფალი დემოკრატების" წევრი ზურაბ აბაშიძე.
ღირსების მარში ევრომაიდნის მოვლენების წლისთავის ფარგლებში გაიმართა. მსვლელობის მარშრუტი ყველა იმ ადგილს მოიცავდა, სადაც ზუსტად ერთი წლის წინ იანუკოვოჩის სამთავრობო ძალებსა და ევრომაიდნის მონაწილეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შარშან უკრაინის დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლების დარბევას 100 დემონსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა.
მასალის გამოყენების პირობები






