იმერეთის გუბერნატორი გადადგა
პოლიტიკა - 14:04, 22 Feb, 2015     1726
იმერეთის გუბერნატორი თანამდებობიდან გადადგა. ზაზა მეფარიშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება საგანეგბო ბრიფინგზე ცოტა ხნის წინ გააკეთა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.

"პრემიერ მინისტრთან შემდგარი კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დასამალია არა არის, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს რამდენჯერმე მივმართე თხოვნით დავბრუნებოდი ჩემს პროფესიულ საქმიანობას, მაგრამ არსებულ ვითრებაში მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი არის დროული და ხელს შეუწყობს როგორც იმერეთის რეგიონის განვითარებას, ასევე მიმდინარე პროცესების ეფექტურ წარმართვას.

უნდა აღვნიშნო, რომ განვლილ პერიოდში ჩვენ შევძელით ჩამოგვეყალიბებინა პროფესიონალ და პატიოსან ადამიანთა გუნდი და 2014 წლის შედეგების მიხედვით იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაცია იყო ერთ-ერთი წარმატებული გაწეული მუშაობის შედეგების მიხედვით, ხოლო განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მიხედვით საუკეთესო. ეს ჩემთვის არის საამაყო, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობრებს. ამავე დროს ყოველი საქმე მოითხოვს განახლებას და შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებას. ვიმედოვნებ, რომ მოსალოდნელი საკადრო ცვლილება მოიტანს ახალ ხედვებს და ახალ წარმატებებს, განსაკუთრებით საინვესტიციო სფეროში, რაც რეგიონის მოსახლეობის დასაქმების უკეთეს პერსპექტივებს განსაზღვრავს.მე მინდა პირადი მადლობა გადავუხადო ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს გამოხატული ნდობისა და მხარდაჭერისათვის, რაც ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო მიღწეულ შედეგებში და ვუსურვო მას, მთავრობის მთლიან შემადგენლობას და ახალ გუბერნატორს წარმატებები. და ბოლოს, ეს ნაბიჯი კიდევ ერთი კარგი გზავნილი იქნება რეგიონის საზოგადოებისათვის, რომ თანამდებობა მარტო უფლებამოსილება და პირადი კომფორტი კი არ არის, არამედ ეს პირველ რიგში პასუხისმგებლობაა როგორც ხალხის, ასევე საკუთარი თავის წინაშე. მადლობთ, გისურვებთ წარმატებებს,"-განაცხადა მეფარიშვილმა.

ზაზა მეფარიშვილი იმერეთის რეგიონის გუბერნატორის თანამდებობას 2013 წლის დეკემბრიდან იკავებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42