საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ვიქტორ დოლიძის მიერ ვენაში ოფიციალური ვიზიტის შეწყვეტას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დოლიძის გადაწყვეტილებით გაკვირვებულია.
„ვიქტორ დოლიძის გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა. ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რომ კომიტეტის თავმჯდომარეს ვიცე-სპიკერის უმრავლესობიდან გამოწვევის გამო, რაც ყველამ იცოდა, მნიშვნელოვანი ვიზიტი შეეწყვიტა და დაბრუნებულიყო საქართველოში. არ ვიცი, აქ უფრო მნიშვნელოვანი თემებით ჩამოვიდა, ვიდრე ოფიციალური ვიზიტია? ჩემთვის ეს გაუგებარია'', - აღნიშნა საგანელიძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვიქტორ დოლიძემ ვენაში ვიზიტი შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა. სავარაუდოდ, ეს ზურაბ აბაშიძის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გადაყენებას უკავშირდება, რომელიც ამ პოსტზე გუბაზ სანიკიძემ ჩაანაცვლა.
მასალის გამოყენების პირობები






