სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტის, "დანერგე მომავლის", პრეზენტაცია იმართება სასტუმრო "რედისონში". ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გახსნა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი მეურნეობის განვითარებას ხელს შეუწყობს.
"დღეს ვიწყებთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს პროექტი მიზნად ისახავს ჩვენ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო მიწების მაქსიმალურად ათვისებას და მიზნობრივად გამოყენებას. პროექტი ითვალისწინებს 2 კომპონენტს: ერთი გახლავთ მრავალწლიანი კულტურების - ბაღების გაშენება, ხოლო მეორე - სანერგე მეურნეობების მოწყობა. სათანადო კრიტერიუმების და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპით დაეხმარება მეწარმეებს ბაღების გაშენებისა და სანერგე მეურნეობის შექმნის ხარჯების დაფარვაში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 2 წლის განმავლობაში განახორციელა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ეს პროექტიც ასევე ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და საშუალებას მისცემს ჩვენს მეწარმეებს და ფერმერებს, აწარმოოს ისეთი ხარისხის პროდუქცია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე თამამად გაუწევს კონკურენციას იმპორტირებულ პროდუქციას, ამასთან ერთად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის აგრარული პროდუქციის ექსპორტის პოტენციალი". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






