უკრაინაში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით- გიორგი მარგველაშვილი
პოლიტიკა - 00:12, 21 Feb, 2015     6829
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით დღეს უკრაინას უჭირს და ბუნებრივია რომ ქართული საზოგადოება და სახელმწიფო უკრაინელების გვერდით დგას და ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი არჩევანის დაცვაში მხარს უჭერს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.


პრეზიდენტის განცხადებით, იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომელიც ხვალ უკრაინაში მიემგზავრება, საპარლამენტო უმრავლესობის, უმცირესობის და ოპოზიციის წარმომადგენლები იქნებიან.

„დელეგაციაშიც სწორედ ამ აქცენტით ვიქნებით გაერთიანებული. დელეგაციაში ასევე, იქნება წარმოდგენილი აღმასრულებელი შტო. მაქსიმალურად შევეცდებით, ჩვენი ვიზიტით ვაჩვენოთ, რომ უკრაინის სახელმწიფოს და ხალხის მხარდაჭერა არც ერთი პოლიტიკური პარტიის და ლიდერის მხარდაჭერა არ არის, არამედ ის მთელი მსოფლიოსა და უკრაინელების მიმართ, ქართველი ხალხის ნათელი გზავნილია, არ უნდა გვეგონოს ჩვენი თავი ისეთი ფიგურები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ და დაანგრიონ ერთა შორის მეგობრობა. ჩემს, სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს ზემოთ არის ჩვენი ქვეყნების მეგობრობა და ძმობა. უხერხულობები შეიქმნება, თუმცა ამ უხერხულობებს, როდესაც განსაკუთრებით უკრაინა არის დაძაბულ ვითარებაში, უნდა მოვემსახუროთ ისე, რომ არ იყოს მძაფრი. უხერხულობები არის, მაგრამ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება. ამის დასადასტურებლად მივდივართ ყველა, ვინც ასე ვთქვათ, თვითმფრინავში ჩავეტევით, რათა უკრაინელებს ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდში ვდგავართ. დღეს უკრაინას უჭირს და ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო დგას უკრაინელების გვერდით და მხარს უჭერს თავისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თავისუფალი არჩევანის დაცვაში", - აღნიშნა მარგველაშვილმა.


უკრაინაში, 21 თებერვალს მაიდნის მოვლენებისადმი მიძღვნილ ღონისძებებს საქართველოს პარლამენტის წევრებიც დაესწრებიან. კიევში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც მიდის.


ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42