როგორც ,,ნიუპოსტს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, სამინისტრომ ტორნტონს უშუალოდ განუმარტა მომხდართან დაკავშირებული დეტალები.
,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი დაუკავშირდა საქართველოში NDI-ს დირექტორს, ქ-ნ ლორა ტორნტონს და გამართა მასთან შეხვედრა, რა დროსაც მას განემარტა, რომ სავიზო განაცხადის შევსებისას სამწუხაროდ განმცხადებლის მიერ არ იქნა დაცული კანონით გათვალიწინებული ყველა პროცედურა. არსებული ხარვეზის გამო კი ვერ მოხდა ვიზების გაცემა. მას ასევე განემარტა არსებული ხარვეზის გამოსწორების გზები, რის შემდეგაც მისი შვილები ვიზას დაუბრკოლებლად მიიღებენ" - აცხადებს საქართველოს საგარეო უწყება.
შეგახსენებთ, რომ Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის, გუგა სულხანიშვილის ინფორმაციით, NDI-ს დირექტორის, ლორა ტორნტონის შვილებს არ მისცეს საქართველოს ვიზა. რის გამოც შესაძლოა საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორს საქართველოს დატოვება მოუწიოს.
მასალის გამოყენების პირობები






