თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა ვიცესპიკერმა დავით ბაციკაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და იმ პირებს რომლებმაც მის წინააღმდეგ მისცეს ხმა რევანშისტები უწოდა.
მისი თქმით, მურმან დუმბაძე არის ნაციონალური მოძრაობის სახე და მათ ინტერესებს ემსახურება.
„მე ვარ ქართული ოცნების სახე და ალეკო ჩიტიშვილი, ხოლო მურმან დუმბაძე არის ნაციონალური მოძრაობის სახე. ესენი არიან რევანშისტები. მურმან დუმბაძის ინტერესი არის ლევან ვარშალომიძის ინტერესი. მათ ერთი ინტერესი გააჩნდათ ყოველთვის“. - განაცხადა დავით ბაციკაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცესპიკერი დავით ბაციკაძე თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. მათ შორის იყვნენ "ოცნების" ორი დეპუტატი და უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ წასული მედეა ვასაძე.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






