საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრები აშშ-ს ელჩს შეხვდნენ
პოლიტიკა - 19:44, 20 Feb, 2015     1537

ინტერპარტიული ჯგუფის წევრები საქართველოში აშშ-ს ელჩს შეხვდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა რიჩარდ ნორლანდს თავიანთი ხედვა გააცნეს იმასთან დაკავშირებით თუ რატომ და როგორ უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით ოპოზიციის წარმომადგენლები მაჟორიტარული წესის გაუქმებას ითხოვენ.

გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მათ აშშ-ს ელჩთან ერთმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის პროპორციული სისტემით შეცვლაზე ისაუბრეს, ელჩისგან კი დაპირება მიიღეს , რომ ის თავის მხრივ მხარს დაუჭერს და თვალყურს მიადევნებს მოლაპარაკებების პროცესს.

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით ელჩთან შეხვედრის მთავარი ამოცანა მოლაპარაკებების პროცესში მხარდაჭერის მიღება და საერთაშორისო საზოგადოების სწორი ინფორმირება იყო. ამასთანავე ბაღათურიამ საარჩევნო სისტემის შეცვლის საკითხზე კონფერენციის ჩატარებაც დააანონსა და განაცხადა, რომ კონფერენციაზე შემუშავდება დოკუმენტი, რომელსაც ხელს პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოაწერენ ხელს.

როგორც ახალი მემარჯვენეების ერთერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე აცხადებს, ამერიკის საელჩო ისედაც ჩართულია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების საქმეში, ელჩისგან კი ამ პროცესებში უფრო აქტიური მონაწილეობის დაპირება მიიღეს, რათა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება ფართო კონსესუსის საფუძველზე მოხდეს.

„ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემის ცვლილებების საკითხთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ მუშაობას ახორციელებს და მსგავსი მუშაობა მომავალშიც სისტემატიურად იგეგემება. ქარდავას თქმით აზრების შეჯერება არასაპარლამენტო, საპარლამენტო ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს შორის უკვე მოხდა.

„ერთადერთი ვინც თავს იკავებს ამ პროცესში ჩართვისაგან, არის უმრავლესობის უმრავლესობა, რომელსაც აქვს საშუალება რეალურად გააჯანსაღოს საარჩევნო გარემო და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყოს ხელი.“- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ. „ედპ“-ს ლიდერის თქმით, ხელისუფლებები რომლებიც ხელს არ უწყობდნენ ჯანსაღი საარჩევნო გარემოს განვითარებას, კარგად არ ამთავრებდნენ და ის ხელისუფლებას ურჩევს წინამორბედების ბედი არ გაიზიაროს.

შეგახსენებთ, აშშ-ს ელჩთან შეხვედრამდე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებთან გამართეს. ჯგუფის წევრების შეხვედრა ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებთან მომავალ კვირასაა დაგეგმილი .

ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42