პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" წამომადგენლებს მოუწოდა უკრაინაში საომრად თავად წავიდნენ. პაპუაშვილის განცხადებიტ ამ ეტაპზე ქართველების მთავარი ვალი საკუთარი სახელმწიფოს გადარჩენაა:
"რუსეთს მთელი მსოფლიო ვერ აჩერებს. საოცარი კატაკლიზმები ხდება. ეს უბედურება ვერანაირად ვერ ჩერდება. ზესახელმწიფოები, რომელთაც ჩვენზე მეტი ფული და შეიარაღება აქვთ, რატომ არ ერთვებიან ამ ბრძოლაში?! სად ერეკებით საქართველოს, რა უნდა გავაკეთოთ?! დღენახევარში ომდამთავრებულმა ხალხმა რა უნდა ვილაპარაკოთ?! მე რა გამაჩნია, რით უნდა დავეხმარო?! - ჩვენი მთავარი ვალია, ქვეყანა, სახელმწიფო არ ჩამოიშალოს და რამენაირად გადავრჩეთ. ახლა ყველაფერი დიპლომატიაზე დგას და არა იარაღის ჟღარუნზე, რატომ მიდიხართ და თანამდებობებზე რატომ ინიშნებით, წადით წინა ხაზზე და იბრძოლეთ. დაიღუპეთ იქ გმირულად, გმირად გაღიარებთ უკრაინელი ხალხი და ჩვენც დავისვენებთ და მთელი საქართველოც. იბრძოლეთ იქ, ვინ შეგიშალათ ხელი? ” - განაცხადა პაპუაშვილმა.
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






