პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ ოპოზიცია კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით უმიზეზო ხმაურის ატეხვაში დაადანაშაულა და ამასთანავე განცხადა, რომ პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პუტინთან პირდაპირი დიალოგი გამართოს:
„თუ პუტინთან სხდებიან პოროშენკო, მერკელი, ოლანდი ევროპის ყველა ლიდერი , მემგონი დრო მოვიდა იმისა, რომ დაიწყოს ერთი-ერთზე ლაპარაკი, მაგრამ ამას ხომ ნახეთ თქვენგან რა მოყვება , ატეხავთ ამაზე ამბავს, აი თუ არა.
არა, სწორედ იმიტომ უნდა ვილაპარაკოთ, რომ დიპლომატიით მოხდეს ის რომ ჩვენ ომის და მსხვერპლის გარეშე მივიდეთ იმ ოჯახში.
გიყურებთ საქართველოს მოსახლეობა ალბათ და ფიქრობს იმას, რომ აი, ხედავთ, რა ხდება, აპირებენ თურმე კურსის შეცვლას. აჩემებული გაქვთ NATO, თითქოს უარს ვამბობთ. რეალურად ვამბობთ, კი, NATO-ს კარები რამდენჯერ გვითხრეს ჩვენ რომ ღიაა და მე მჯერა, რომ ეს ღიაა. მაგრამ იმ კარებამდე მისასვლელი რომ დანაღმულია, თქვენ არ იცით ეს ამბავი? დიპლომატები ბრძანდებით თქვენ და ნუთუ დიპლომატიურ ქვეტექსტებს მე უნდა ვამბობდე. რომ დიპლომატიური ქვეტექსტები როგორია, რა არის, რას გულისხმობს. ასე რომ, რასაც ახლა თქვენ ქადაგებთ, ეს ძალიან საშიში თამაშია. ”- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






