საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის დღვანდელ სასესიო გამოსვლას, ვითომ ვაჟკაცების მოსაწყენი დამოძღვრა - თავად უმცირესობის დეპუტატებს კი გამყიდველები და მხდალები უწოდა.
,,აქ ისევ დამოძღვრას ვისმენთ რაც საკმაოდ მოსაწყენია. ახდენენ თავიანთ, ვითომ ვაჟკაცობის დემონსტრირებას. საქართველომ კარგად ნახა მათი ვაჟკაცობის ხარისხი. დღე-ნახევარში დასრულებული ომი და ლიდერი, რომელიც ახლა კიევში არის, გაქცეული ბრძოლის ველიდან. თქვენს დროს მოხდა 11 კილომეტით საზღვრის გადმოწევა და ეს ყველაფერი ვინ დაგვიტოვა მემკვიდრეობით? ამაზე გამეცით პასუხი. ერთ რაღაცას გთხოვთ, ირონიასაც, იუმორსაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ კიდევ გაფრთხილებთ და გეუბნებით, რომ ,,პეშკები", მხდალები და გამყიდველები ხართ თქვენ", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე, სადაც საგარეო ურთიერთობასთან და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით უმცირესობის პოლიტიკური დებატები მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები






