„თქვენო აღმატებულებავ,
გულითადად გილოცავთ გამარჯვებას საბერძნეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრული ურთიერთობის განვითარებას.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ერებს შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.
ვსარგებლობ შემთხვევით და გამოვხატავ გულითად მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ თქვენი უცვლელი მხარდაჭერისათვის.
თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი თქვენდამი ღრმა პატივისცემა. გისურვებთ წარმატებას საბერძნეთის რესპუბლიკის მოსახლეობის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის მოღვაწეობაში.
პატივისცემით
გიორგი მარგველაშვილი“
მასალის გამოყენების პირობები






