არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მთავრობის ეკონომიკური გუნდის გადადგომას ითხოვს.
"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანის თქმით, ქვეყანა კრიზის წინაშე დგას. მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე ეროვნულ ბანკსაც ეკისრება.
„ჩვენ ვდგევართ ერთი უმწვავესი რეალობის და იმ აუცილებლობის წინაშე, რასაც ჰქვია ქვეყნის ეკონომიკური გუნდის ხელისუფლებიდან წასვლა. ეს გუნდი უნდა გადადგეს და არ იქნება ურიგო, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ამ ყველაფერზე ეროვნულმა ბანკმაც“, - განაცხადა ახვლედიანმა.
"ახალი მემარჯვენეებიდან" მამუკა კაციტაძეს აინტერესებს, მთავრობა მიიჩნევს თუ არა, რომ ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია.
„მე მაინტერესებს მთავრობა თვლის თუ არა რომ დღევანდელი ბიუჯეტის სეკვესტრი გარდაუვალია. ეს ერთი და მეორე, რა ღონისძიებებს გეგმავს მთავრობა, რომ ჭარბი ლარის მასა, რომელიც ბრუნვაშია გაშვებული, ამოღებული იქნეს“, - აცხადებს კაციტაძე.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






