აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს დავით ბაციკაძე და აცხადებს, რომ სხვა სახის ინციდენტს მართლაც ქონდა ადგილი, მაგრამ წელიწად ნახევრის წინ შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება. ბაციკაძის თქმით დანაშაულია თუ ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარეს ამდენი ხნის განმავლობაში ქონდა ძალადობის შესახებ ინფორმაცია და არ ავრცელებდა. ბაციკაძე ბრალდების გამო პროკურატურაში ჩივილს აპირებს.
„ მე მოვუწოდებ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, ვისაც დაურიგდათ ეს მასალები, ვითომ შემთხვევით გაპარული სახელი და გვარით, არ გაასაჯაროონ. მე მაქვს კონსულტაციები ჩემს ადვოკატთან,მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ მოვიქცეთ და რა სამართლებრივი პასუხისმგებლობა დავაყენოთ ქალბატონი მედეა ვასაძის, ვინც ასე ბინძურად და არაპოლიტიკურად იქცევა“- განაცხადა დავით ბაციკაძემ
„მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის პირადი ცხოვრების ნაწილიც კი წარმოადგენს საზოგადოების ინტერესის საგანს, მე მინდა ჩემს კოლეგებმა იცოდნენ ის ყველაფერი რიტაც მე ვხელმძღვანელობ ჩემს გადაწყვეტილებაში.“- განაცხადა მედეა ვასაძემ და დააზუსტა, რომ დავიტ ბაციკაძის წინაარმდეგ არსებული მასალები, მხოლოდ უმაღლესი საბჭოს წევრებს დაურიგა და ის სხვის ხელში არ მოხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






