,,ეს ბიძინა ივანიშვილის კანონპროექტია და მე მისი ტექნიკური შემსრულებელი ვარ“. - აღნიშნა ხაჩიძემ.
ხაჩიძემ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ლარის გაუფასურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა დიდი პროექტი გაჩერდა.
"ამ დროს ლაპარაკობთ ისევ იმაზე, რომ თითქოს პანიკას ვთესავთ. პანიკას თესავს ის ოთხკუთხედი პანელები, რომელიც ქუჩეში არის გამოკრული და სადაც ლარის ყოველწუთიერი ვარდნა აისახება. მოგიწოდებთ, უფრო სერიოზულად მოვეკიდოთ ამ საკითხს და დავანებოთ თავი ამ კინკლაობას და ჩხუბს პარლამენტში. ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ ვუშველოთ საკუთარ თავს. მთავრობამ განაცხადა, რომ ორშაბათს შეიკრიბება ლარის ვარდნასთან დაკავშირებით. რატომ ორშაბათს? საქმე თავზე აყრიათ?. იმედია დილის ცხარ საათზე შეიკრიბებიან, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა დაადგინა, რომ ხალხს დაანახონ, თითქოს მუშაობენ.
ორშაბათს შეიკრიბეთ, პარასკევს გადაწყვეტილება გამოიტანეთ და იქით ორშაბათს სად იქნება ლარის კურსი და ზოგადად ქვეყანა, ღმერთმა უწყის. მთავრობა მიდის და სავალუტო ფონდს თხოვს, გვასესხეთ ფული, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელოთო. საიდან მოდის ეს ინოვაციები. სავალუტო ფონდში, რომ გარბიხართ ფულის სასესხებლად, უფრო დიდი მსესხებელი გვყავს ქვეყანაში. რომელსაც აწევს ეს პასუხისმგებლობა", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, თუ ,,ნაციონალების" წასვლას თან გაყვა ეკონომიკა, ლარის კურსი და სიმშვიდე, საზოგადოება "ნაციონალების" უკან დაბრუნებას თავად "ნაციონალების" ჩარევის გარეშე მოითხოვს.
"ძალიან ვიკავებ თავს, რომ გამწარებული არ ავყვირდე, რა ხდება და რა მოსდის ლარს. იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ურტყამს ეს ყველაფერს. არ მაქვს ეს რვა მილიარდი. არც ჩემს საგვარეულოს არა აქვს ის რაც თქვენს პატრონს აქვს, რომელმაც გვაოცნება და აგვიშვირა ასეთი დიდი ფულის ,,პაჭკა" და გვითხრა, ადექით, იოცნებეთ ოღონდ გავყაროთ ეს ,,ნაციონალები" აქედან. ,,ნაციონალების" წასვლას ვერ ჩავთვლით ბიძინა ივანიშვილის დიდ დამსახურებად . ეს საზოგადოების დემოკრატიული გადაწყვეტილებაა. თუ ,,ნაციონალების" წასვლას თან გაყვა ეკონომიკა, ლარის კურსი და სიმშვიდე, მაშინ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, ისე მოითხოვს საზოგადოება ,,ნაციონალების" უკან დაბრუნებას", - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






