"მხარი დავუჭიროთ საქართველოს პარლამენტის თბილისში გადატანას. ქუთაისში მდებარე შენობაში კავკასიის რეგიონის მნიშვნელობის სასაქონლო და საფონდო ბირჟა შევქმნათ. შენობა ასეთ საქმიანობას ნამდვილად მოერგება - იქ სადაც ჩვენ ვსხედვართ, კომპანიების წარმომადგენლები განლაგდებიან, თაღის ქვეშ მუდმივმოქმედი გამოფენა იქნება და მთელს კავკასიაში ყველას ეცოდინება, რომ ღვეზელიდან დაწყებული ფასიანი ქაღალდებით დამთავრებული აქ შეიძლება მისი შეძენა. ქუთაისში განლაგდებიან საწარმოები და პატარ-პატარა კომპანიები, რომლებიც სასაქონლო-საფონდო ბირჟასთან იქნებიან "მიბმული". მათ შორის სახელმწიფო აუქციონები, ტენდერები, ბანკების წარმომადგელობა, სანოტარო კანტორები და ასე შემდეგ, შეიძლება ამ შენობაში განთავსდეს", - განაცხადა მაისურაძემ.
ამ ინიციატივით მაისურაძე პარლამენტის პლრნარულ სხდომაზე გამოვიდა.
ლაშა ჯაფარიძე
მასალის გამოყენების პირობები






