ნიჟარაძე ვერ აცნობიერებს, რა ტრიალებს მის თავს, ის ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკის - მელია
პოლიტიკა - 15:18, 20 Feb, 2015     1387

ნაციონალური მოძრაობის წევრი და თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ნიკა მელია თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძეს სიტყვიერასდ დაუპირისპირდა.

სხდომის დასრულების შემდეგ ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც აცხადებს, რომ გეგი ნიჟარაძე „ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკის“.

სხდომაზე საუბარი შეეხო რამდენიმე კვირის წინ მერიის თანამშრომლების ტესტირებისას მომხდარ ფაქტს, როდესაც ერთ-ერთი აპლიკანტი კახა ბუსკივაძე საგამოცდო პროცესის გადაღებას საათზე დამონტაჟებული ფარული კამერით ცდილობდა, რასაც მასა და ნიჟარაძეს შორის დაპირისპირება მოყვა.

„დღეს ეს ადამიანი უყურებს ამ ჩანაწერს და ამბობს, რომ მას ასეთი რამ არ უთქვამს: უბრალოდ, ცოტა ავღელდი და გავცხარდიო მას მიაჩნია, რომ ეს ამბავი არის ჩვეულებრივი ნორმა. არც იმაზე იღებს პასუხისმგებლობას, რომ რაიმე საკადრო გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. მაშინ, როდესაც მოადგილეა ეჭვმიტანილი და მოხსნეს, მთავარი სპეციალისტი, ბატონი ბოდოკიაა დაკავებული, ეს ადამიანი არავითარ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და საუბრობს წინა წლებზე“.- აცხადებს ნიკა მელია.

მისივე შეფასებით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სხდომაზე საჯარო მოხელის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა.

„დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანი ვერ აცნობიერებს, რა ტრიალებს მის თავს, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან ცუდ შედეგებს მოიმკის, რადგან მაღალჩინოსნისთვის, რომელიც გარეულია სკანდალებში, მაგრამ რეაქცია - ნული, ეს ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეხვედრა საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების გაფართოებული სხდომაზე ირაკლი აბესაძემ კითხვით მიმართა გეგი ნიჟარაძეს, თუ რატომ ესწრებოდა გასაუბრების პროცესს სუს-ის თანამშრომელი არჩილ ბებიაშვილი, რომელსაც ნიჟარაძემ მიმართა, რომ ჩანაწერი სუს-ში წაეღო.

გეგი ნიჟარაძემ ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო და განმარტა, რომ ბებიაშვილი მერიაში მრჩევლად მუშაობს. უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშაიამ კი მელიას და აბესაძეს ცხრაწლიანი მმართველობა შეახსენა.

სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიწვია.


ნოე რამიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42