უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გოგა ხაჩიძეს ურჩევს „უფასო ფულის შესახებ“ პროექტი პაკეტის სახით წარმოადგინოს. ქანთარია დეპუტატს რამდენიმე რჩევას აძლებს.
„უფასო ფულს სჯობს, მუქთა ფული იყოს. უფასო ფულის შესახებ პროექტი პაკეტში უნდა იყოს, მას დავამატოთ პროექტი ერთი ქილა ერბოს, ოქროს თევზის და ნატვრის თვალის შესახებ. ასევე ერთი ტომარა ყოველ ოჯახს ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ რაც არ უნდა პრობლემები იყოს ქვეყანაში, ამით "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ვერ იხეირებს და სარგებელს ვერ მიიღებს“, - განაცხადა ქანთარიამ.
პარლამენტში პლენარულ სესიაზე დეპუტატები „უფასო ფულის“ ინიციატივაზე მსჯელობენ. კანონპროექტი უმცირესობის წევრის გოგა ხაჩიძის მიერ არის ინიცირებული.
როგორც დეპუტატი განმარტავს, ამ ინიციატივით "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებას უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






