ქალაქ თბილისის მერიასა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსშორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დედაქალაქის მერიაში მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და სქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.
მემორანდუმის მიზანია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე, ურთიერთთანამშრომლობის გზით, გარემოს დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი საკითხების პოპულარიზაციისათვის გამწვანებითი ღონისძიებების ჩატარება, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა და მოსწავლეთა შორის ეკოლოგიური საკითხების პოპულარიზაცია.
პროექტით გათვალისწინებული მიზნის მისაღწევად და დაგეგმილი ღონისძიებების განსახორციელებლად, თბილისის მერია და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მემორანდუმთ გათვალლიწინებული კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ .
მასალის გამოყენების პირობები






