საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციების გაფართოებული სხდომა, რომელსაც ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ესწრება კამათის ფონზე მიმდინარეობს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ ნიჟარაძეს მიმართა პასუხი გაეცა კითხვებზე, რაც მის უწყებაში არსებულ კორუფციულ სქემებს შეეხება. აბესაძემ ასევე იმ აუდიოჩანაწერზეც ისაუბრა, რომელიც კახა ბუსკივაძემ მაჟის საათით გადაიღო. სხდომას თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელიაც ესწრება.
მან კითხვით მიმართა გეგი ნიჟარაძეს, თუ რატომ ესწრებოდა გასაუბრების პროცესს სუს-ის თანამშრომელი არჩილ ბებიაშვილი, რომელსაც ნიჟარაძემ მიმართა, რომ ჩანაწერი სუს-ში წაეღო.
გეგი ნიჟარაძემ ბრალდებები კიდევ ერთხელ უარყო და განმარტა, რომ ბებიაშვილი მერიაში მრჩევლად მუშაობს. უმრავლესობის წევრმა ჯაბა სამუშაიამ კი მელიას და აბესაძეს ცხრაწლიანი მმართველობა შეახსენა.
სხდომაზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი "ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიწვია.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






