პარლამენტმა განგაშის ზარს უნდა შემოჰკრას, რომ ლარს უშველოს - გოგორიშვილი
პოლიტიკა - 12:36, 20 Feb, 2015     1748
საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდის მოწვევას ითხოვს. რათა გაიმარტოს კონსულტაციები და ერთობლივად შემუშავდეს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.
„ნაციონალურმა მოძრაობა“ მთავრობას 36 პუნქტიან გეგმას სთავაზობს და აცხადებს რომ საქართველოს მოსახლეობის გაღარიბების წინააღმდეგ ერთობლივი ძალით უნდა მოხდეს მუშაობის დაწყება.

"პარლამენტმა განგაშის ზარს უნდა შემოჰკრას, რომ ლარს უშველოს, კონკრეტული გეგმა გვაქვს კრიზისიდან გამოსასვლელად. მმართველი კოალიცია თუ ფიქრობს ხალხზე და სურს პრობლემების მოგვარება, უნდა დაიწყოს კონსულტაციები."- განაცხადა უმცირესობის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა.

უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ლარის კრიზისიდან გამოსაყვანად მთავრობის ძალისხმევა ამ ეტაპზე საკმარისია:

„არ მგონია, რომ 36 პუნქტიანი ან 41 პუნქტიანი გეგმა იყოს ახლა წამალი, საჭიროა ქმედითი ზომების გატარება რასაც მთავრობა აკეთებს.“- განაცხადა ბესელიამ.

განსხვავებული მოსაზრება აქვს „ რესპუბლიკელ“ ლევან ბერძენიშვილს, მისი შეფასებით ეკონომიკური გუნდის პარლამენტში დაბარება გონივრულია. თუმცა ბერძენიშვილის აზრით უმჯობესი იქნება თუ ეკონომიკურ გუნდს თბილისში დაიბარებენ. „მდგომარეობა ისეთია, რომ ნებისმიერი პარლამენტარი ამას მხარს დაუჭერს“- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

ნოდარ ხადურის და გიორგი კვირიკაშვილის პარლამენტში დაბარებას ითხოვენ „თავისუფალი დემოკრატებვიც“ . ფრაქციამ საკანონმდებლო ორგანოს და ორივე უწყებას ოფიციალური წერილით მიმართა და აღნიშნული მოთხოვნა დააყენა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით საზოგადოება და მთავრობა სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, „თავისუფალ დემოკრატების“ თქმით აუცილებელია დეპუტატებმა მოისმინონ მთავრობისგან იმ ნაბიჯების შესახებ, რომლითაც ისინი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას გეგმავენ.

შეგახსენებთ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარის ღირებულება დღეს 2.14732 ლარია, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი 1 დოლარის ღირებულება 2,22 ნიშნულზეა.




ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42