სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, საქართველოს დასავლურ კურსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
ბაქრაძის თქმით, ნატოსთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული, წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც განხორციელდება.
„ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმები. ეს არის წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს კომისია, არსებით ღონისძიებათა პაკეტი. ჩვენ მივიწევთ ჩვენი ისტორიული არჩევანის რეალიზაციისკენ“. -
დავით ბაქრაძემ განცხადება აბაშიძე-კარასინის ფორმატთან დაკავშირებითაც გააკეთა.
„რაც შეეხება ფორმატის გადახედვას ჩემთვის საკმაოდ მკაფიოა ის საკითხები რაც არის განსაზღვრული აბაშიძე-კარასინის ფორმატში. ეს იყო განცხადებული პირველივე დღიდან და დღესაც ეკონომიკური და კულტურული საკითხების გაღრმავებას ეხება“. -
ნოე რამიშვილი
მასალის გამოყენების პირობები






