თბილისის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს გეგი ნიჟარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს არ იზიარებს და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორ ნუჟარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, მას არანაირ კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა არ მიუღია.
„დამიბარეს ფრაქციის სხდომაზე. მაინტერესებს რა შეკითხვები აქვთ. მაქსიმალურად ვუპასუხებ ყველა შეკითხვას, რაც პატივცემულ დეპუტატებს აინტერესებთ. ის რაზეც ისინი საუბრობენ, ყოვლად გაურკვეველი სქემები და ამაზე პასუხისმგებლობას არ ვიღებ, რადგან მე ამ ბინძურ გარიგებებში მონაწილეობას არ ვიღებდი“, - განაცხადა გეგი ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, გეგი ნიჟარაძე საკრებულოს დღევანდელ სდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნით მივიდა. ოპოზიციას ნიჟარაძესთან კითხვების აქვს, რომელიც მის უწყებაში არსებულ ვითარებას შეეხება. საუბარია კორუფციულ სქემაზე.
ნინი კაციტაძე
მასალის გამოყენების პირობები






