გუგული მაღრაძის შეფასებით, აუცილებელია, რომ მედიის კანონში ცვლილებები შევიდეს, რისი მეშვეობითაც მსგავსი პროპაგანდა აიკრძალება.
„მესმის, რომ მედიას დიდი უფლებები უნდა ქონდეს, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება? როგორც ჩანს , კანონში უნდა შევიტანოთ რაღაც ცვლილებები, რომ ასეთი აღვირახსნილი კამპანია აილაგმოს. მე ყოველთვის მეუბნებიან, რომ მაქვს თმენის ვალდებულება და ჟურნალისტი არის თავისუფალი. მეუბნებიან , ნუ აქცევ ყურადღებას, წერონ და იკითხონო. არადა, მე სულ ვლაპარაკობ, რომ საჭიროა რაღაც ისეთის მოფიქრება, რომლის საშუალებითაც წინააღმდეგობას გავუწევთ „ნაციონალების“ პროპაგანდას. ადრე ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილსაც შევჩივლე, მაგრამ მითხრა თვითონ ჩაერთე და პასუხიც გაეცით, იაქტიურეთო. თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პიარჯგუფები ამ მხრივ დიდ სურვილს არ გამოხატავენ.“- აცხადებს გუგული მაღრაძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში.
მომზადებულია გაზეთ "ალია"-ს მიხედვით
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






