ღარიბაშვილს სურს იოლად მოიპაროს მანდატები პარლამენტში და საკრებულოში - მამუკა კაცირტაძე
პოლიტიკა - 11:33, 20 Feb, 2015     1452

„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე პრემიერს საარჩევნო სისტემის მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებს.

„ნიუპოსტთან“ საუბარში კაციტაძე იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წევრებთან შეხვედრა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

„დღეს ვაპირებთ შეხვედრას ამერიკის ელჩთან. მასთან საარჩევნო საკითხებზე ვისაუბრებთ. ძირითადი თემა საარჩევნო სისტემა იქნება. აღნიშნულ საკითხებზე ჩვენს მოსაზრებებს გავაცნობთ. ეს არ არის გამონაკლისი ელჩთან შეხვედრა, ჩვენ მთელი ციკლი ჩავატარეთ შეხვედრების როგორც პოლიტიკურ ორგანიზაციებთან ისე არასამთავროვო ორგანიზაციებთან, შევხვდით პარლამენტის თავმჯდმარეს და პრეზიდენტს. მომავალ კვირას შევხვდებით ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებს. ერთი სიტყვით, ყველას ვაცნობთ იმ სიმართლეს, რაც ჩვენს პოზიციაშია. ერთიანი ძალისხმევით ვცდილობთ, გავალღოთ ის ყინული, რაც „ქართულ ოცნებაშია“. სამწუხაროდ, პრემიერმა ვერ თუ არ გამონახა ჩვენთან შესახვედრად დრო და აგრძელებს თვითიზოლაციას. ეს სხვას არაფერს ნიშნავს, რომ მას არ უნდა სისტემის შეცვლა, მას უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნოს სისტემის შენარჩუნება, რათა უფრო იოლად მოიპაროს მანდატები პარლამენტში და საკრებულოში“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები დღეს საქართველოში აშშ-ს ელჩს რიჩარდ ნორლანდს ხვდებიან. მანამდე ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ. მომავალ კვირას დაგეგმილია ინტერპარტიული ჯგუფის წევრების შეხვედრა ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლებთან.


ნინო დათაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42