"ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის გუნდს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც აცხადებს, რომ რუსეთთთან ურთიერთობების დალაგებით, ქვეყნის დაცვა იქნება შესაძლებელი.
ბოკერიას თქმით, ეს აზიანებს და საფრთხეს უქმნის იმ კონსენსუსს, რაც დასავლურ კურსთან დაკავშირებით არსებობს.
"ივანიშვილის გუნდი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს, შეგნებულად თუ შეუგნებლას, ამას მნიშვნელობა არა აქვს, აღმოფხვრას ის კონსენსუსი, რომელიც დასავლურ კურსთან დაკავშირებით არსებობს, ისინი ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას შეძლებენ და ამით დაგვიცავენ ჩვენ. ეს არის მტრული სახელმწიფო რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენ არსებობას, მაგრამ ეს სიფრთხილე არანაირად არ შეიძლება იყოს გამოყენებული, როგორც საბაბი იმისთვის , რომ ჩვენს მომავალს გადაუსვათ ხაზი."- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






