თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, ოცნებაც და დავბრუნდებით 90იან წლებს- ბაქრაძე
პოლიტიკა - 23:20, 19 Feb, 2015     3193
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საქართველოს მთავრობას ლარის გაუფასურების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და მმართველ კოალიციასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების გამართვის ინიციატივით გამოვიდა:

"მე ძალიან შეშფოთებულიო ვარ არამხოლოდ იმით, რომ ფიზიკურად ლარის კურსი ყოველდღიურად ზევით იწევს და ეს ნიშნავს დაკლებულ ხელფასებს, დაკლებულ პენსიებს, გაძვირებულ კრედიტებს, გაძვირებულ ცხოვრებას, ეს არის ერთი და ძალიან საშიში და ცუდი მხარე ამ პროცესის. მაგრამ მეორე ცუდი მხარე გახლავთ ის დამოკიდებულება, რომელსაც მთავრობა ამჟღავნებს ამ პროცესისი მიმართ, ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა ყველგან ეძებს დამნაშავეს, გარდა საკუთარი მუშაობისა, ცდილობს ყველაფერი უცხოეთში მიმდიანრე პროცესებს გადააბრალოს. ჩვენ ვხედავთ პარლამენტს, სადაც დღეს ვიმსჯელეთ უამრავ საკითხზე, მაგრამ არ გვისჯელია მთავარზე, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. ეს არის ის თემა, სადაც მე არასდროს და ჩვენ ჩვენი გუნდი არასდროს არ ვისაუბრებთ ნიშნის მოგებით, იმიტომ, რომ არ შეიძლება ნიშნის მოგებით ისაუბრო შენი ხალხის გაჭირვებაზე. ეს არის ის თემა სადაც ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ გეგმას, იმ გეგმას, რომელიც დღეს მთავრობას არა აქვს საკუთარი არაკომპეტენტურობის გამო. ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გეგმას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ამისთვის.

მე მოვუწოდებ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობას, ხვალ ქუთაისში გვაქვს პარლამენტის პლენარული სხოდმა. მე მზად ვარ ნებისმიერ წუთს, ხვალ, უმრავლესობის თანხხმობის შემთხვევაში, ერთად დავსხდეთ და ერთად გავიაროთ ეს გეგმა. როგორც პასუხისმგებლობის გრძნობის მქონდე დეპუტატებმა ვისაუბროთ არა აბასტრაქტულ თემებსა და ფეხბურთის თამაშზე, არამედ ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავუკეთოთ ჩვენს მოსახლეობას. ნებისმიერ წუთში თუ კი უმრავლესობა იქნება თანახმა მზად ვართ დავსხდეთ ყოველგვარი პარტიულობის დავიწყებით და ვისაუბროთ ამ გეგმაზე, დღეს მთავარია ის თუ რა ხდება ჩვენს ეკონომიკაში, იმიტომ რომ თუ ლარი ჩამოგვეშალა, გვერდზე დაგვრჩება პარტიაც, ოცნებაც და დავბრუნდებით 90იან წლებს. ვწუხვარ, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია და არ უნდა ეს რეალობა ბოლომდე გაიაზროს."-განაცხადა ბაქრაძემ.



ნინო ზედგენიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42