,,...ჩნდება კითხვა, რომელი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას აჟღერებს ბატონი აბაშიძე?“ - ნიკოლოზ ვაშაკიძე
პოლიტიკა - 22:10, 19 Feb, 2015     2540
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ კი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,ბრიუსელში, მოსკოვში და თბილისში კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“.

ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ოფიციალურ კურსს, რომელიც საქართელოს მოსახლეობამ პლებისციტზე დაადასტურა, - ასე აფასებს ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში საზოგადოება ,,ივერიას“ დამფუძნებელი, დიპლომატი ნიკოლოზ ვაშაკიძე.

,,გაკეთებულია საკმაოდ კონკრეტული შინაარსის უცნაური განცხადება , რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების მიერ ოოფიციალურად დეკლარირებულ კურსს. ამ საკითხში აუცილებლად სერიოზული სიცხადე არის შესატანი. უნდა გააკეთოს შესაბამისი რეაგირება საგარეო საქმეთა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მინისტრებმა. მათ უნდა დაადასტურონ ან უარყონ ეს პოზიცია, რადგან ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ოფიციალურ კურსს და საქართველოს მოსახლეობის არჩევანს, რომელიც შესაბამის პლებისციტზე დადასტურდა“ - აცხადებს ვაშაკიძე.

მისივე თქმით, აბაშიძემ პრაქტიკულად განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და ნატოს უფრო ღრმად შემოსვლა რეგიონში ეს არის საფრთხე რეგიონალური სტაბილურობის მიმართ.

,,გარდა ამისა მან თვითონ თქვა რომ მის ფორმატს ეს საკითხი არ ეხება, მაშინ რატომ აიღო მან ამისი თქმა საკუთარ თავზე? პრეზიდენტმა თავისი განცხადებით გარკვეულწილად დეზავიურება გაუკეთა მის ამ განცხადებას, შესაბამისად თუ საგარეო საქმეთა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროებმაც იგივე გააკეთეს, მაშინ ჩნდება კითხვა რომელი ქვეყნის ხელისუფლების პოზიციას აჟღერებს ბატონი აბაშიძე?“ - აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42