,,ოღონდ რუსეთი ნუ გაბრაზდება... საქართველო თითქოს მზად არის შეცვალოს საგარეო ორიენტაცია“ - ლაგაზიძე
პოლიტიკა - 22:07, 19 Feb, 2015     2476
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ კი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შემდეგი განცხადება გააკეთა: ,,ბრიუსელში, მოსკოვში და თბილისში კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას“.

აბაშიძის ამ განცხადებამ კითხვის ნიშნები დატოვა ექსპერტებში. ხათუნა ლაგაზიძე ,,ნიუპოსტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ თავად მთავრობამ უნდა გაარკვიოს ზურაბ აბაშიძისგან, ვისგან აქვს მას ლეგიტიმაცია ამგვარი განცხადებების გაკეთების.

,,ზურაბ აბაშიძის კომენტარმა კითხვის ნიშნები დატოვა, მე მესმის ის მოტივაცია, რის გამოც აბაშიძემ ეს განცხადება გააკეთა, ის ეცადა ლავროვის პირდაპირი მუქარისთვის საფუძველი გამოეცალა და ერთგვარად დაემშვიდებინა. ამ კეთილშობილური მიზნის მიღმა მის განცხადებაში რეალურად გამოჩნდა, რომ საქართველო თითქოსდა მზად არის შეიცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია.

როდესაც ის აცხადებს, რომ “საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს... საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყანებს რეგიონულ უსაფრთხოებას.“ საუბრის კონტექსტიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ რეგიონის უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ნატო წარმოადგენს. შემაშფოთებელია, როცა ამას აცხადებს საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში“ - აცხადება ლაგაზიძე.

ექსპერტი ეჭვობს, რუსეთის დამშვიდების მიღმა, ხომ არ არსებობს ხელისუფლებაში ქვედინებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციის შეცვლასთან დაკავშირებით.

,,მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის დამშვიდების მიღმა საქართველოს ხელისუფლებაში მიდის საუბრები და არსებობს ქვედა დინებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ შეიცვალოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია.

დასავლეთისთვის აბაშიძის განცხადებაში ბევრი სიახლე არ იქნებოდა, ისინი ჩვენზე უკეთ ხედავენ და აანალიზებენ იმ პროცესებს, რომელიც ხდება საქართველოს ხელისუფლებაში. თუ ნატოს აინტერესებს საქართველო, ვერც აბაშიძის განცხადებები და ვერც მთელი ხელისუფლების მას ინტერესებს ვერ დაუკარგავს.

აბაშიძის განცხადება იმ მხრივ კი არ არის სახიფათო, რომ ნატომ არ დაკარგოს ჩვენს მიმართ ინტერესი, სახიფათოა იმ მხრივ, რომ აჩენს ეჭვებს, თავად ხელისუფლების შიგნით დგას თუ არა საგარეო ორიენტაციის ცვლილების საკითხი.

ამ განცხადებასთან დაკავშირებით, უნდა გაკეთდეს მკაფიო და ზუსტი განმარტება, ხელისუფლებამ თავად უნდა მოისმინოს აბაშიძისგან განმარტება და გაარკვიოს ვისგან აქვს მას ასეთი განცხადებების გაკეთების ლეგიტიმაცია“ - აცხადებს ექსპერტი.

ხათუნა ლაგაზიძის თქმით, არავისთავი არის ახალი, რომ საქართველოს ერთ-ორ წელიწადში ნატოში ვერ გაწევრიანდება, თუმცა მისი თქმით, მნიშვნელოვანი აბაშიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის რეალობა - რა დგას ამ განცხადების უკან.

,,ეს მოწოდებულია მისი მხრიდან როგორც რეალობა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია თუ ხელისუფლების განწყობა, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში მას ნატოში შესვლის პროცესების დაჩქარება და მიდევნება არ სურს.

გასათვალისწინებელია ფონი და კონტექსტი, ეს რომ სხვა დროს ყოფილიყო მოწოდებული შესაძლოა ნაკლებ მტკივნეულად მიეღო საზოგადოებას. იმ ლოგიკურ ჩარჩოში, რა ლოგიკურ ჩარჩოშიც მოგვაწოდა მან ინფორმაცია, აზრი არის ისეთი, რომ ოღონდ რუსეთი ნუ გაბრაზდება და საქართველო მზად არის გადახედოს თავის პოლიტიკურ პრიორიტეტებს“ - აცხადებს ხათუნა ლაგაზძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42