„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ზურაბ აბაშიძის ვიცე-სპიკერის პოსტიდან გადაყენების შესახებ განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან დავით უსუფაშვილმა წაიკითხა. აღნიშნულ განცხადებას ზურაბ აბაშიძე საპარლამენტო დარბაზიდან რეპლიკებით გამოეპასუხა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ შენიშვნა მისცა:
„ბატონო ზურაბ არ იყავით უდისციპლინო დეპუტატი და ახლა ნუ გახდებით, რადგან პასუხისმგებლობა აღარ გაქვთ და თავისუფლება იგრძენით.“- განაცხადა უსუფაშვილმა
პოსტიდან გადაყენებას შემდეგ ზურაბ აბაშიძემ კომენტარი ჟურნალისტებთანაც გააკეთა და განაცხადა, რომ კოალიცია“ქართული ოცნება“ ერთიანი, მხოლოდ მისი გადაყენების დროს იყო:
„მინდა მივულოცო ქართული ოცნების კოალიციას, იმისათვის, რომ მოახერხეს და ეს კოალიცია, როგორც იქნა შედგა. ეს პოლიტიკური ძალა თვლის რომ თანამდებობები არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ ადარდებთ ხალხის უკიდურესი გაჭირვება, გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები და არ ადარდებთ ევროატლანტიკური კურსი“- განაცხადა აბაშიძემ.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






