რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე შესაძლოა ერთმანეთს 26 თებერვალს შეხვდნენ.
ამის შესახებ ლუკაშევიჩმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ორი ქვეყნის წარმომადგენლს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც ისინი თვის ბოლოს, პრაღაში შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
„შესაძლოა ეს შეხვედრა 26 თებერვალს გაიმართოს“ - განაცხადა ლუკაშევიჩმა.
აბაშიძე-კარასინის შეხვედრებისას ძირითადად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები განიხილება. ეს შეხვედრები საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი დიალოგის ერთადერთ არხს წარმოადგენს.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






