როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ფულით ინფრასტრუქტურულ პროექტებში დამატებითი ინვესტიციები განხორციელდება:
„მე განვაცხადე, რომ ექსპორტის წახალისების მექანიზმები არ არის მოკლევადიანი ეფექტის მომტანი და არც იმის ილუზია გვაქვს, რომ ეს ინსტიტუტი რაიმე მოკლევადიან შედეგს გამოიღებს. მოკლევადიან შედეგზე ორიენტირებული ზომები, რასაც ჩვენ ვიღებთ, არის ის, რომ ორშაბათს გვექნება შეხვედრა სავალუტო ფონდის მისიასთან და განვიხილავთ ინფრასტრუქტურული, ზეგეგმიური პაკეტის მოცულობას ანუ ჩვენ მოვითხოვთ დამატებით ფულს, კაპიტალური დანახარჯის კუთხით, რათა განვახორციელოთ დამატებითი ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ეს არის ის პირველადი ზომები, რომელიც აბსოლუტურად ადეკვატურია იმ სიტუაციის, რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ვალუტის ოფიციალური კურსი, რომელიც დღეს მოქმედებს 2,083 -ია, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის ფასი 2.22 ლარს აღწევს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები






