„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ევრპული ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიზის განცხადების დაგმობასა და საკუთარი აზრის მკაფიოდ გამოხატვას მოუწოდებენ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე აბაშიძის პოზიციას ნატოსთან დაკავშირებით საგანგაშოდ და ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებეს. ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს დღეს, სიტყვით პროევროპული, თუმცა შინაარსით ევროპისგან შორს მდგომი მთავრობა ყავს.
"რუსეთის სიამოვნების გამო საქართველომ უარი არ უნდა თქვას უკეთეს მომავალზე. აბაშიძის განცხადება საგანგაშო და ქვეყნისათვის საშიშია. აბაშიძის ეს განცხადება ასახავს მთავრობის რეალურ განწყობას. ჩვენდა სამწუხაროდ. ბატონი ზურაბის ამ განცხადებას მთავრობის ყველა წევრმა მხარი აუბა. ამ განცხადებების შინაარსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის არჩევანს და დამოკიდებულებას და ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულ პროდასავლურ ქმედებებთან. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, ვინც ფიქრობს, რომ ეს განცხადება საზიანოა, დააფიქსირონ საკუთარი აზრი და გაემიჯნონ ამ განცხადებას," - აცხადებს დავით ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






