ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით- ბერუჩაშვილი
პოლიტიკა - 15:17, 19 Feb, 2015     1293
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია და იგი ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს ეფუძნება.

„მე შემიძლია დავადასტურო მკაფიოდ და ცხადად, რომ საქართველოსთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი. ეს ეფუძნება ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს და ურყევ ნებას. რეალურად, ამ საკითხების გადაწყვეტა, შეთანხმება და პროგრესი არის შეთანხმება საქართველოს და ნატო-ს, ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ 2008 წელს, ნატო-ს ბუქარესტის სამიტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

საგარეო უწყევის ხელმძღვანელის თქმით, სკეპტიკოსების კითხვებზე პასუხები ის საქმეები, რეფორმები და კონკრეტული ნაბიჯები იქნება, რომელსაც საქართველოს მთავრობა განახორციელებს.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას თუ ნატო საქართველოს ალიანსში „შეთრევას“ გააგრძელებს. ამასთან, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ დღეს აღნიშნა, რომ საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა არანიარად არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს. მისივე თქმით, საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც რეგიონულ უსაფრთხოებას ზიანს მიაყენებს. გარდა ამისა, აბაშიძე აღნიშნავს, რომ ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.

ზურაბ აბაშიძის ამ განცხადებას ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42