პუტინისა და მთავრობის კონსესუსი - საქართველო ევროატლანტიკური მომავლის გარეშე - ბურჭულაძე
პოლიტიკა - 15:00, 19 Feb, 2015     1994

ზურაბ აბაშიძის სკანდალურ განცხადებას, უკრაინაში მყოფი, ,,დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელი მუხრან ბურჭულაძე საქართველოს მთავრობისა და რუსეთის კონსესუსის გაშიფრულ გეგმად აფასებს.

მისი თქმით აბაშიძის განცხადება, საქართველოს მთავრობის მიერ, რუსეთისთვის მიცემული ის გარანტიაა, რომელიც საქართვეოლოს ევროატლანტიკურ კურს უარყოფს, და ირჩევს მომავალს ნატო-ს გარეშე.

„აბაშიძემ გააჟღერა პუტინისა და საქართველოს მთავრობის კონსესუსი - საქართველო ევროატლანტიკური მომავლის გარეშე. ვამბობდი რომ დადგებოდა დღე, როდესაც მთავრობას ამის აღიარება მოუწევდა, მხოლოდ დროის საკითხი იყო, რომ ხალხი დაჩაჩანაკებულიყო და შეჩვეოდა ქვეყანას მომავლის გარეშე. აბაშიძე კარასინის ფორმატი ესაა ქართველი ხალხის გაცემის დიპლომატიური მექანიზმი და ამიტომაც ის უნდა გაუქმდეს! ესეიგი არ ვტყუოდით, როდესაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განზრახ შესუსტებაზე და ეროვნული უსაფრთხოების მექანიზმების განადგურებაზე ვსაუბრობდით. ახლა ხომ დარწმუნდა ყველა, რომ თავდაცვითი სისტემების საქართველოში განთავსებას და სამხედრო პოტენციალის ამაღლებას მთავრობა განგებ აფერხებს, ხომ გაეცანით რუსეთ-საქართველოს სამომავლო ერთობლივ გეგმებს. აბაშიძის პირით მთავრობამ პუტინს გარანტიები მისცა, რომ საქართველო ნატოში არ გაწევრიანდება,"- განაცხადა ,,დემოკრატიულიგანვითარების ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა.

როგორც ბურჭულაძე მიიჩნევს, საქართველოს მთავრობამ, თავისი პოზიციით და დღვანდელი განცხადებებით, ევროატლანტიკური კურსთან ერთად სახელმწიფოებრიობაც უარყო.

"რაა ნატოში ინტეგრაცია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების გარეშე, როგორ ესახება „ბრძენ კაცს“ ქვეყნის უსაფრთხოება თავდაცვითი სისტემების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსების გარეშე? მთავრომაბ ევროატლანტიკური კურსის უარყოფით, ჩვენი სახელმწიფოებრიობაც უარყო. თურმე არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომელიც რუსეთის აგრესიისგან დაგვიცავს, ხოლო ნატოში ინტეგრაციით თურმე რეგიონს საფრთხე შეექმნებოდა. ესაა პუტინის დაზეპირებული და გაცვეთილი ფრაზები.

პირდაპირ გეტყვით, თქვენ ხართ ქვეყნის გამყიდველები, ქვეყნის სადავეებთან თქვენი თითოეული დღე საფრთხეს უქმნის ჩვენს ხალხს და სახელმწიფოებრიობას. მთავრობა უნდა გადადგეს და ამას ალტერნატივა არ აქვს! "- აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42