ქალაქ ხონის გაზიფიცირება დაიწყო
პოლიტიკა - 14:41, 19 Feb, 2015     1154

ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე , იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჯემალ მებუკე ქალაქ ხონში , გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრნენ.

ვიცე-პრემიერი/ენერეგტიკის მინისტრი კახა კალაძე ხონში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა.

„თითოეულ ადამიანს, სადაც არ უნდა ცხოვრობდეს ის - ქალაქში თუ სოფელში. მთაში თუ ბარში, უნდა ჰქონდეს თანამედროვე სოციალურად სრულყოფილი პაკეტი: დენი, გაზი, წყალი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, მკურნალობის და განათლების საშუალება. ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში რამდენიმე წელიწადში არ დარჩეს ადგილი, სადაც არ იქნება სინათლე და გაზი.“ განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით , მარტო გამრიცხველიანებაზე დღეის მდგომარეობით უკვე დახარჯულია დაახლოებით 40 მლნ. ლარი, უშუქო სოფლების ელექტროფიცირებაზე დაიხარჯება მთლიანობაში 6 მილიონი. კონკრეტულად ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების გაზიფიცირებაში სახელმწიფომ დახარჯა 19 მილიონი ლარი. მოლაპარაკებების შედეგად კომპანია სოკარმა ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა 100 000 მდე აბონენტს მისცა და ეს პროცესები გრძელდება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას” დაევალა ქალაქ ხონის სრული გაზიფიცირების მიზნით გაზსადენების შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად აშენდება 70 341 გრძივი მეტრი გაზსადენი და ბუნებრივი აირის ქსელში ჩართვის შესალებლობა 4 200-ზე მეტ ოჯახს მიეცემა. სამუშაოები დასრულდება 2015 წლის აგვისტოში.

2014 წლის დეკემბრიდან ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე მიეწოდებათ ბინებრივი აირი. ამისათვის აშენდა 8 594 მეტრი გაზსადენი და თითოეულ ოჯახში დამონტაჟდა ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი. სულ, გაზიფიცირდა ხონის მუნიციპალიტეტში, სამხედრო დასახლებაში, მცხოვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 646 ოჯახი.

შეგახსენებთ: ბუნებრივი გაზის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა.

ენერეგტიკის სამინისტროსა და გაზგამანაწილებელი კომპანიების შეთანხმებით ისევ შენარჩუნებულია ამ თანხის ეტაპობრვი გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა 25 ლარიანი პორციებით, 16 თვის განმავლობაში შეეძლება. მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი გაზის ერთი წერტილის მოწყობა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42