პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე საკუთარ განცხადებაზე განმარტებას აკეთებს.
მისი განმარტებით, ამ ეტაპზე გეგმაშია ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნა და არა ნატოს სამხედრო ბაზის და შეიარაღების განთავსება.
„სამხედრო ბაზა, ნატოს შეიარაღება - ასეთი გეგმა ამ ეტაპზე არ არის. საუბარია საქართველო-ნატოს ერთობლივი სასწავლო საწვრთნელი ცენტრის შექმნაზე. დამეთანხმებით, ეს განსხვავებული რაღაცეებია. ის, რომ ნატოში გაწევრიანება და ევროატლანტიკური ინტერგრაცია ჩვენი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა, ამის დადასტურება ყოველთვის საჭიროა. ესეც განვაცხადე თავიდან, რომ საქართველოს სუვერენული სახელმწიფოა და მას აქვს უფლება იტანამშრომლოს ამა თუ იმ საერთაშორისო ორგანიზაციასთან“, - განმარტავს აბაშიძემ.
მანამდე აბაშიძემ განაცხადა,საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს.
„ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყანებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქრთველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის ჯარის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“- განაცხადა აბაშიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






