„საქართველო: ნატოში გაწევრიანება არც კი განიხილება“- ამ სათაურით ქვეყნდება რუსულ მედიაში ზურაბ აბაშიძის განცხადებასთან დაკავშირებული სტატია.
როგორც ცნობილია, დღეს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ ნატო საქართველოს ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ ქვეყანაში ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგდეს.
„ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყანებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქრთველოს უსაფრთხოების და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს უპირველესად საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, რუსეთის ჯარის და სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება“- განაცხადა აბაშიძემ.
ამასთან, აბაშიძე აცხადებს, რომ ბრიუსელში, მოსკოვში და თბილისში კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს ალიანსში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას.
ამასთანავე pravda.ru -ს საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიტყვებიც მოჰყავს , სააკაშვილის თქმით საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების წარუმატებელი ქმედებები პრორუსული ორიენტაციის შედეგია. ამიტომ იგი ხელისუფლებაში დაბრუნებას და ქვეყნის ორიენტაციის ევროპისკენ შეცვლას აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები






