ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია- გიგი გიგიაძე
პოლიტიკა - 13:03, 19 Feb, 2015     2046

საქართველოსა და NATO- ს ურთიერთობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საგარეო მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძე გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს და ალიანსის ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება :

"საქართველოს უმთავრეს პრიორიტეტს, როგორც ვიცით, წარმოადგენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი და ჩვენი, ასე ვთქვათ თავისუფალი ნება, ნატოსთან დაახლოება დამოკიდებული იქნება არამარტო ჩვენს დიალოგზე, არამედ ალიანსის წევრებზე თვითონ და ამაზე მესამე მხარე გავლენას ვერ მოახდენს. ანუ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში".

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, "რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს".

"რაც შეეხება განცხადებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას ჯობს, ბატონმა ზურამ გასცეს პასუხი. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება დაახლოება ალიანსთან, მაქსიმალურად დაახლოება. გაერთიანებაზე საუბარი, ვფიქრობ ნაადრევია, მაგრამ, არსებული დებულებების შესრულება, არსებითი პაკეტის მიერ განსაზღვრული ასე ვთქვათ, მოთხოვნების დაკმაყოფილება, შესაბამისად, ჩვეულებრივ რეჟიმში ურთიერთობების გაგრძელება. საქართველო აგრძელებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოების პროცესს, ეს დაწყებული იყო ძალიან დიდი ხანია. ჩვენ ვადასტურებთ, რომ ევროპული, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის, რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტი" - განაცხადა გიგიაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42