"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაია ფანჯიკიძე საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ზურაბ აბაშიძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ განცხადებით მთავრობის პოზიცია გამოვლინა.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„აბაშიძის განცხადება არის საგანგაშო, რადგან გამოავლინა მთავრობის რეალური პოზიცია, რომ საქართველოს ხელისუფლების დღის წესრიგის პრიორიტეტი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არ არის. აბაშიძემ თქვა, რომ ბუნებაში არ არსებობს გეგმა იმისა, რომ საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურა შეიქმნას... ეს არის იმის გამოხატულება, რასაც ვამბობდით - ევროატლანტიკური კურსი არის საფრთხეში, ეს სამწუხაროდ სინამდვილეა და ამას სჭირდება სასწრაფო რეაგირება აბსოლუტურად ყველა მხრიდან. პირველ რიგში საქართველოს პრეზიდენტის, შესაბამისი უწყებების, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან“, - აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






