,,აფხაზეთელი“ - ბაბაიას ფსიქოლოგიის ბრიყვული გამოვლინება - მალხაზ პატარაია
პოლიტიკა - 13:08, 19 Feb, 2015     2319
მოძრაობა ,,დაბრუნების“ ლიდერი მალხაზ პატარაია აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის გადაცემა - ,,აფხაზეთს“ და მასში ნახსენებ ტერმინს ,,აფხაზეთელს“ ეხმაურება. პატარაია მიიჩნევს, რომ აფხაზეთს საინფომაციო ცენტრის პოლიტიკა თავისუფალი და მებრძოლი მაუწყებლბა უნდა იყოს და არა ,,ბაბაიას ფსიქოლოგიაზე“ აწყობილი ,,ლაჩრული გამოვლინება“.

,,ახლახანს ვუყურე აფხაზეთის საინფორმაციო ცენტრის გადაცემას -,,აფხაზეთს“. ძალიან გულგატეხილი ვარ პრემიერით. ნამდვილად ვერ წარმომედგინა, რომ 7- წლიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენი ტელევიზია ეთერში ასე უღიმღამოდ გავიდოდა - საბჭოური საინფორმაციო ,,ტრადიციის“ ყველაზე მდარე სტილში. პირველი გადაცემიდან დამრჩა მხოლოდ ,,ტიხრების“ ბრაგუნი და დევნილობის პერიოდის მენტალური სიმახინჯე-ტერმინი ,,აფხაზეთელი“ , რომელსაც წამდაუწუმ იმეორებდნენ გადაცემის ახალგაზრდა წამყვანები.

საკუთარი თავის მიმართ ,,აფხაზეთელი“ კანტი-კუნტად ადრეც გაისმოდა, მაგრამ ვერ დამკვიდრდა, რადგან არ გააჩნდა არავითარი ისტორიული, ეთნოგრაფიული თუ ლინგვისტური საფუძველი. ეს იგივეა კახელს ,,კახეთელი“ ვუწოდოთ, იმერელს- ,,იმერეთელი“, სვანს-,,სვანეთელი“ და ა.შ. ამ ათიოდე წლის გამოქვეყნებულ რესპუბლიკური სექტის ე.წ. აფხაზეთის კონცეფციაში არის ასეთი ჩანაწერი: აფხაზეთი აფხაზი ხალხის სამშობლოა, სადაც აფხაზებთან ერთად საუკუნეთა მანძილზე ცხოვრობდნენ ქართველები. მათთვის - სამშობლო, ჩვენთვის რამდენიმე საუკუნის სახიზნო, -ასეთია ამ სიბნელის არსი. ,,აფხაზეთელიც“ ამ ოპერეიდანაა. ისინი აფხაზები, ჩვენ-ხიზანი ,,აფხაზეთელები“. ეს არის ამ საეთერო სიახლის, სინამდვილეში კი ,,ბაბაიას ფსიქოლოგიის“ კიდევ ერთი სრულიად ბრიყვული და ლაჩრული გამოვლინება. ტელევიზია საზოგადოების ცნობიერებაზე მძლავრი ზემოქმედების საშუალებაა, მსგავსი უპასუხისმგებლო სააგიტაციო ექპერიმენტები კი დიდ ზიანის მომტანია, რომელის აღმოფხვრასაც შესაძლოა გაცილებით მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე თავად ტელევიზიის აღდგენას.

,,აფხაზი“ ქართული სიტყვაა. აფხაზი ქართველია, ისევე როგორც აფხაზეთია საქართველო. თუ ამის თქმა ჯერჯერობით გვიჭირს ეთნოკრატიული აზროვნების ტყვეობაში მყოფთ, იმას მაინც ნუ ვიზამთ ცენტრის ცენზორად მოვლენილ რუსეთუმეთა ვნებები ქვეყანას თავს მოვახვიოთ, ცნობიერება ვამახინჯოთ და მომავალი ჩვენივე ხელით დავიხშოთ.

აფხაზეთის ტელევიზიასთან 22 წელი მაკავშირებს, როგორც მის თანამშრომელს, ისე მის დამცველს. ძალიან მიმძიმს ამის თქმა, განსაკუთრებით იქ მომუშავე ძველი გვარდისათვის, მაგრამ სანამ ეს ვაკჰანალია არ შეწყდება, სანამ ეს 21-კაციანი ე.წ. სამეთვალყურეო საბჭო არ დაიშლება და საეთერო მაუწყებლობა არ გათავისუფლდება საბჭოური ხუნდებისაგან, მის ეთერში მონაწილეობისაგან თავს შევიკავებ. ვამაყობ, რომ ჩემს მეგობრებთან, ბ-ნ აკაკი ბაქრაძეთან, ბევრ ჩვენს გულშემატკივართან ერთად თავის დროზე შევქმენით თავისუფალი და მებრძოლი მაუწყებლობა. არ მინდა ეს ლეგენდა როდესმე გაფერმკრთალდეს“ - წერს მალხაზ პატარაია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42