თავდაცვის მინისტრი ასევე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა საქართველოში ნატო-ს ინფრასტრუქტურის განლაგებას არ ისახავს მიზნად.
„ბატონი ზურაბი სავარაუდოდ, გულისხმობდა, რომ საქართველოში არ იგეგმება ნატო-ს სამხედრო ბაზის განლაგება. საქართველოში იგეგმება წვრთინსა და შეფასების ცენტრის განლაგება, რომელიც მოემსახურება ჩვენი შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების პრიოფესიონალიზმის ამაღლებას, ნატო-სთან მათი თავსებადობის გაზრდას და ა.შ. ეს არ არის სამხედრო ბაზა, რომელსაც სამხედრო მიზნები აქვს. ეს არის წვრთნისა და შეფასების ცენტრი, რომელსაც წვრთნისა დას შესაბამისად, შემდეგ შეფასების ფუნქცია აქვს,“ - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ამ მიზნების შესახებ მკაფიო განცხადება გააკეთა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის გასაკვირია, რატომ ანერვიულებს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი საქართველოს მეზობლებს.
„მიკვირს რატომ ანერვიულებს ეს ცენტრი ჩვენს მეზობლებს, ამ ცენტრის დაარსება და ოპერირება არცერთი მესამე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ არის მიმართული. მას არ აქვს არანაირი აგრესიული მიზანი და რუსეთს არ აქვს ნერვიულობის საფუძველი,“ - განაცხადა ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






